top of page

"მოძრაობა ანტიმაიდანი" და ეროვნული უსაფრთხოება

კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო

წარმოადგენს მოქალაქეთა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ყველაზე ღიად პრო-რუსული ძალაა. მოძრაობა 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა ულტრაკონსერვატიული ალტ-ინფოს წარმომადგენლების მიერ. ჯგუფმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო 2021 წლის დეკემბერში.

"ალტ-ინფოს" მიერ გაჟღერებული ნარატივები ხშირად მოიცავს რელიგიაზე აპელირებას, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას, დასავლეთის/აშშ-ს გმობას „საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისთვის“, „საზოგადოების გარყვნისთვის“, და ა.შ. მათ მიერ შემოთავაზებული ერთადერთი გამოსავალი კი კრემლთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაა.

"ალტ-ინფო" ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქტების შემდეგ გახდა, როდესაც ულტრამემარჯვენეებმა დაარბიეს Tbilisi Pride-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება და თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. 

259488250_106584095186582_6894854776395284536_n.jpg

"ალტ-ინფო" სოციალურ ქსელში

„ალტ-ინფო“, რომელიც ერთგვარი რუპორია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მისი ლიდერებისთვის, სოციალურ ქსელში, ისევე როგორც საკუთარ ტელევიზიაში, ძირითადად ანტილიბერალური შინაარსის გამავრცელებელი ძალაა და იგი აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის დემოკრატიულ ღირებულებებს. 

 

ტელევიზია ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, მიმართავს ფაქტების მანიპულირებისა და პროპაგანდის გზებს. საზოგადოების პოლარიზაციისკენ მიმართვა, სიძულვილის ენის გამოყენება და დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფა მას ანტილიბერალურ პრო-რუსულ ძალად აქცევს, რომლის მიერაც დაანონსებული ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა საყურადღებო და საფრთხის შემცველი უნდა იყოს  ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

მოძრაობა ანტიმაიდანი 

Tbilisi Pride-ს მიერ ორგანიზებული 8 ივლისის ღონისძიების დარბევის შემდეგ ალტ-ინფოში მალევე იწყება განცხადებები შემოდგომაზე მოსალოდნელი სამოქალაქო არეულობის შესახებ და ხსენება საპირწონე მოძრაობის სახელისა - „ანტიმაიდანი“. თუმცა ოფიციალურ დაარსებამდე საზოგადოების ყურადღებას იქცევს 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც იგი საზოგადოებას სავარაუდო სამოქალაქო არეულობის შესახებ აფრთხილებდა. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი გარკვეული ჯგუფები 2023 წლის შემოდგომაზე (ოქტომბერი-დეკემბერი) საქართველოში დესტრუქციული ქმედებების განხორციელებასა და სავარაუდო რევოლუციას გეგმავდნენ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ამავე განცხადებაში ცხადი ხდება, რომ სავარაუდო სამოქალაქო არეულობის მიზეზი ევროკომისიის შუალედური და შემდგომ ევროკავშირის საბოლოო [უარყოფითი] დასკვნა უნდა ყოფილიყო.

"მოძრაობა ანტიმაიდანი" 

არსი და მნიშვნელობა

01

ქართულ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ასპარეზზე არსებულმა ერთ-ერთმა ყველაზე ულტრამემარჯვენე, ანტილიბერალურმა და პრო-რუსულმა ძალამ სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაჟღერებული სავარაუდო სამოქალაქო არეულობა „მაიდანის სცენარად“ აღიქვა და აქამდე იდეის დონეზე არსებული „ანტიმაიდანის მოძრაობა“ ოფიციალურად დააანონსა.

03

25 სექტემბერს კონსერვატიულმა მოძრაობამ გამართა ბრიფინგი და გაცხადდა „მოძრაობა ანტიმაიდანის“ ოფიციალური ჩამოყალიბება. კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები (გიორგი ქარდავა; შოთა მარტინენკო; ირაკლი მარტინენკო; ზურა მახარაძე) აცხადებენ, რომ მოძრაობა ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდება და ხელისუფლება დესტრუქციული ძალების შეკავებას ვეღარ შეძლებს. 

02

ზეპარტიული მოძრაობა 2023 წლის 25 სექტემბერს "ალტ-ინფომ" დააარსა. იგი გააერთიანებს ათი ათასობით ადამიანისგან დაკომპლექტებულ სპეციალურ ჯგუფებს რეგიონებში პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, მთავარი მისიისთვის - "გამოჩნდებიან თბილისში კრიტიკულ მომენტში და განახორციელებენ გარკვეულ აქტივობებს სუსის მიერ დაანონსებული დაგეგმილი სავარაუდო გადატრიალების აღსაკვეთად."

04

ბრიფინგზე გაცხადდა, რომ ანტიმაიდანის მთავარი მიზანი დაანონსებული მაიდანის მოწყობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის წინააღმდეგ ბრძოლაა. ეს განცხადება ზუსტად ასახავს იმ პრო-რუსულ ანტი-დასავლურ ნარატივებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყოველდღიურად გვესმის სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმიდან.

ბრიფინგსა და ალტ-ინფოს გადაცემებში ჟღერდება, რომ „ანტიმაიდანის მოძრაობა“ გულისხმობს გადამწყვეტ მომენტში მზაობას, „ერთ დაძახილზე“ შემოიკრიბონ რეგიონებიდან ადამიანები, რათა დაუპირისპირდნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობებს - "მაიდანს"

397343582_352012144019658_2166944521486914128_n.jpg

ყველაზე საფრთხისშემცველი ფაქტორი ისაა, რომ კონსერვატიულ მოძრაობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსად, სავარაუდო სამოქალაქო არეულობა განმარტებული აქვს, როგორც საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი, რომლისთვისაც შესაძლოა ევროკომისიისა და ევროკავშირის მიერ გამოტანილი დასკვნები პოლიტიკურად მიუღებელი იყოს და გამოიყენოს კონსტიტუციურად მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების უფლება. 

მოძრაობა ანტიმაიდანის პროპაგანდირება - „ალტ-ინფო“

„ალტ-ინფოს“ გადაცემები 25 სექტემბრის შემდეგ გლობალურ საკითხებსა და გამოწვევებზე პრო-რუსულ ჭრილში საუბრის პარალელურად ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას მოძრაობა ანტიმაიდანზე; ლიდერების იდეებზე, მიზნებზე, წევრთა რაოდენობაზე; და მუდმივად მოუწოდებენ ტელეწამყვანები მაყურებლებს მხარდამჭერთა რიგებში ჩაწერისკენ. 25 სექტემბრის შემდეგ ყველა გადაცემას აღწერასა და კადრებზე თან სდევს ის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია გუნდის ადმინისტრაციასთან დაკავშირება და ანტიმაიდანის რიგებში გაწევრიანება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ალტ-ინფოს YouTube არხზე არსებული ყველა გადაცემის სტუმარი 25 სექტემბრის შემდეგ ყოველთვის არის კონსერვატიული მოძრაობის  სულ მცირე 1 წევრი, რომელიც ნებისმიერ საკითხზე საუბარს ასრულებს „მოძრაობა ანტიმაიდანის“ მნიშვნელობაზე საუბრით და საზოგადოების მოწოდებით, გახდნენ მათი ჯგუფის ნაწილი. 

მოძრაობა ანტიმაიდანის პროპაგანდირება - სეზონი TV

Screenshot 2023-11-30 at 21.29.10.png

შეინიშნება იდეოლოგიურად მსგავს გადაცემებში სტუმრობაც და „ანტიმაიდანის“ მნიშვნელობაზე საუბარი. მაგალითისთვის ნიკოლოზ მჟავანაძის ერთ-ერთ გადაცემაში სეზონი TV-ზე თავად შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია  საუბრობენ მოძრაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. 

შეინიშნება აქტიურობა წევრების, მხარდამჭერების, ლიდერებისა და თანამოაზრეების Facebook ანგარიშებსა და Telegram არხებზეც.

კკკკ-1-1024x457.png

2023 წლის 21 ოქტომბერს კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებმა თანამოაზრეებთან გამართეს ოფიციალური შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყანაში შესაძლო „დასავლეთის მიერ მოწოდებული არეულობების“ წინააღმდეგ ბრძოლის გზები. შეხვედრა დასრულდა კონსენსუსით, რომ შეიქმნება ახალი საკონსულტაციო საბჭო მაიდანსა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავიშრებით. თავმჯდომარემ, გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ, სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ სხვადასხვა საკითხზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღნიშნულ შეხვედრაზე დაანონსდა, იყო პარტნიორებთან ერთად კონსერვატიული მოძრაობის კონსერვატიულ პოლიტიკურ პლატფორმად გარდაქმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

აქვე უნდა ითქვას, რომ 4 ნოემბერს „ანტიმაიდანის და სამოქალაქო სტაბილურობის საკონსულტაციო საბჭო“ ოფიციალურად დაფუძნდა. ალტ-ინფოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ „მცხეთაში გამართული შეხვედრისას, რომელსაც „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ საკონსულტაციო საბჭო განსხვავებული დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2024 წელს ქვეყანაში ფართო კონსერვატიული კონსენსუსის მიღწევა იქნება შესაძლებელი.“ 

რეგიონული შეხვედრები

მნიშვნელოვანია, რომ კონსერვატიულმა მოძრაობამ უკვე გამართა და მომავალშიც გეგმავს რეგიონებში შეხვედრებს საზოგადოებასთან მხარდამჭერების მოზიდვისა და „ანტიმაიდანის მოძრაობაში“ გაწევრიანების მიზნით. შეხვედრები უკვე ჩატარდა თელავში, რუსთავშიგორში,ქუთაისში, ბათუმშიზუგდიდში.

ეროვნული უსაფრთხოება

ანტილიბერალური პრო-რუსული ძალის, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ოფიციალურად ჩამოყალიბებული და განვითარების ეტაპზე მყოფი „ანტიმაიდანი“ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი წამოწყებაა, თუმცა კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას ის გარემოება, რომ ხელისუფლების (შინაგან საქმეთა სამინისტრო/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მიერ არ იდგმება ნაბიჯები მსგავსი აქტივობების აღსაკვეთად.

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, „საქართველოს კანონმდებლობით ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, გარდა ამისა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად ისჯება.“

alt-info_w_h.jpeg
anti-maidan.jpeg.webp

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოში არ ხდება კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულება, უგულებელყოფილია ის საფრთხეც, რომელსაც „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“, მის მიერ დაორგანიზებული „ანტიმაიდანი“ და პოლიტიკურ პლატფორმად ფორმირება ატარებს.

არადა, ცხადია, რომ მოძრაობის წევრები და ლიდერები აქტიურად ცდილობენ პროპაგანდირებას, მხარდამჭერების მოძიებას, მათთან შეხვედრებსა და პრო-რუსული ნარატივების გაცნობას.

საზოგადოებაში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობისა და ხელისუფლების მიერ საჭირო ნაბიჯების არგატარების გარემოება განაპირობებს იმას, რომ რეგიონებსა თუ ქალაქებში არ არსებობს საკმარისი ცოდნა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და, შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

bottom of page